2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელი ლი კარსლი თანამდებობის დასატოვებლად ემზადება.
"ვფიქრობ, რომ ეს სამსახური იმსახურებს მსოფლიო კლასის მწვრთნელს, რომელსაც ტიტულები აქვს მოგებული.
მე ჯერ კიდევ ამ გზას ვადგავარ." - განაცხადა ირლანდიელმა სპეციალისტმა.
გარეთ საუთგეიტის 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში ლი კარსლი დაინიშნა, რომელიც მანამდე სამი ლომის 21-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.
ინგლისის ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობს და 4 ტურის შემდეგ 3 მოგება აქვს. გუნდი 9 ქულით ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ლიდერ საბერძნეთს 3 ქულით ჩამორჩება.
ოქტომბრის სანაკრებო შესვენებაზე კარსლის გუნდმა უემბლიზე სწორედ ბერძნებთან 1-2 წააგო, ფინეთს კი სტუმრად 1-3 მოუგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები