მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
19 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე მეორე სათამაშო დღე დასრულდა და შეგვიძლია, განვლილი მატჩებიდან საინტერესო ციფრებს გადავხედოთ.
ბრილ ემბოლომ შვეიცარიის მაისურით ზედიზედ მესამე დიდ ტურნირზე მოახერხა გოლის გატანა - ევრო 2020, 2022 წლის მსოფლიო და ევრო 2024.
დომინიკ სობოსლაი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა 23 წლის და 233 დღის ასაკში.
მიჩელ აებიშერი გახდა პირველი შვეიცარიელი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ერთ მატჩში გოლიც მიითვალა და საგოლე პასიც.
ალვარო მორატა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე 7+ გოლი დაუგროვდა - კრიშტიანუ რონალდუს, მიშელ პლატინის, ალან შირერის და ანტუან გრიზმანის შემდეგ.
ლამინ იამალი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი 16 წლის მონაწილე და ამ ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.
ლამინ იამალი ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტი გახდა, ახლა კი ამ მიღწევას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასისტენტობა ევროზეც მიუმატა.
უნაი სიმონი გახდა პირველი მეკარე ევრო 2024-ზე, რომელმაც პენალტი მოიგერია და პირველი (და ჯერჯერობით ერთადერთი) მეკარე, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
ესპანეთმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველად წააგო მეტოქესთან ბურთის ფლობაში - სერია 136 მატჩს ითვლიდა და ხორვატიამ მისი შეწყვეტა ბურთის ფლობის 53%-ით მოახერხა, თუმცა 0:3 წააგო.
ნედიმ ბაირამის 23-ე წამზე იტალიის ნაკრების კარში გატანილი გოლი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე სწრაფია.
ნიკოლო ბარელამ იტალიის ნაკრებში გატანილი გოლებით (10) ფრანჩესკო ტოტის (9) გადაუსწრო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
12 საათის წინ
11 საათის წინ
16 საათის წინ