მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ყოფილმა ესპანელმა მეკარემ ანდრეს პალოპმა გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა.
"ეპითეტები არ მყოფნის. დონე, რომელიც მამარდაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე აჩვენა, მას როგორც მეკარეს დიდ ნახტომს აკეთებინებს. ის ძალიან ახალგაზრდაა და განვითარება უნდა გააგრძელოს. ვალენსიასს ყველა გულშემატკივარი ბედნიერია, როცა გუნდს ასეთი მოთამაშე ჰყავს."
ევრო 2024 - მამარდაშვილი უპირობო ლიდერია
პალოპმა ესპანეთის ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი.
"მიხარია, როცა ესპანეთის ნაკრები ასეთ საოცარ დონეს აჩვენებს. 2008 წლის გუნდს მახსენებს. ვფიქრობ, ბევრი მსგავსებაა და იმედია წელსაც მოვიგებთ ევროპის ჩემპიონატს."
პალოპი კარიერის განმავლობაში ვალენსიას, ვილიარეალისა და სევილიას ღირსებას იცავდა. ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობას ანდრესი უფრო მეტად ანდალუსიური კლუბიდან უნდა ახსოვდეს. ის სევილიას კარს 2005-დან 2013 წლამდე იცავდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
4 საათის წინ
4 საათის წინ
2 საათის წინ
4 საათის წინ