მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევროპის ჩემპიონატი ნელ-ნელა იქოქება და დღეს უკვე სამ მატჩს ვიხილავთ.
უნგრეთი - შვეიცარია (17:00) - მთავარი არბიტრი, სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)
მარკო როსის და მურატ იაკინის გუნდები, უდიდესი ალბათობით, A ჯგუფის მეორე ადგილისთვის გამართავენ ბრძოლას. გუშინდელ მატჩში გერმანიასთან შოტლანდიის განადგურებამ დღევანდელი დაპირისპირების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.
საინტერესოა, რომ გუნდებს ერთმანეთში დიდი ხანია არ უთამაშიათ. უკნასკნელი დაპირისპირება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპით თარიღდება, როცა 2016-ში უნგრელები შინ 2:3 დამარცხდნენ, ერთი წლის შემდეგ კი შვეიცარიამ უკვე საშინაო გამანადგურებელი გამარჯვება (5:2) მოიპოვა.
ევრო 2024-ს ფინალურ ეტაპზე უნგრეთი საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით მოხვდა, როსის გუნდმა ჯგუფი სერბეთს, მონტენეგროს, ლიეტუვას და ბულგარეთს მოუგო ისე, რომ ერთი მატჩიც არ წაუგია.
რაც შეეხება შვეიცარიას, იაკინის გუნდმა ცოტა უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა, რადგან რუმინეთთან, ისრაელთან, ბელარუსიასთან, კოსოვოსთან და ანდორასთან ჯგუფში, სადაც თავიდან აშკარა ფავორიტი იყო, მეორე ადგილი დაიკავა, რუმინეთს 5 ქულით ჩამორჩა და ისრაელს 2-ით აჯობა. ჯგუფური ეტაპის ბოლოსკენ შვეიცარიელებმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია გამოაცხვეს.
ფურცელზე, დღევანდელი მატჩის ფავორიტად მაინც შვეიცარია მოსჩანს, თუმცა უნგრელების დაუფასებლობაც არ გამოვა. ბოლო ორ ევროპის ჩემპიონატზე უნგრეთმა დაამტკიცა, რომ ტოპ ოპონენტებისთვისაც შეუძლია საქმის გართულება.
სავარაუდო შემადგენლობები
უნგრეთი: გულაჩი - ლანგი, ორბანი, სალაი, ბოლა, ნოდი, შეფერი, კერკეზი, შალაი, სობოსლაი, ვორგო
შვეიცარია: ზომერი - ელვედი, აკანჯი, როდრიგესი, ოტმერი, ფდოილერი, ჯაკა, ნდოე, შაკირი, ამდუნი, ვარგასი
შეგახსენებთ, რომ ახალი უფასო თამაში სპორტის გურუ დაგვემატა, სადაც შეგიძლიათ ყოველდღიურად გააკეთოთ პროგნოზები ევრო 2024-ს მატჩებზე და თამაშ-თამაშით მოიგოთ სხვადასხვა საკმაოდ სოლიდური პრიზები და მათ შორის - საგზური ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე.
თქვენგან მხოლოდ საიტზე რეგიტრაცია და თამაშის დაწყებაა საჭირო.
ჩვენი პროგნოზი: დღევანდელ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავა.
ესპანეთი - ხორვატია (17:00), მთავარი მსაჯი - მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
ლუის დე ლა ფუენტეს და ზლატკო დალიჩის გუნდების დაპირისპირებას, თამამად შეგვიძლია მთელი პირველი წრის ცენტრალური ვუწოდოთ. მითუმეტეს, რომ ამ შეხვედრას აქვს ყველაფერი, რომ საბოლოოდ ევრო 2024-ს ჯგუფური ეტაპის საუკეთესოც კი გახდეს, თუ ორივე გუნდი თავის საუკეთესო თამაშს ითამაშებს.
უკანასკნელად ეს ორი ნაკრები ერთმანეთს თითქმის ერთი წლის წინ, 2022/23 ერთა ლიგის ფინალში დაუპირისპირდა, 2023 წლის 18 ივნისს. მაშინ, გუნდებმა გამარჯვებულის გამოვლენა მხოლოდ პენალტების სერიაში შეძლეს, სადაც უფრო ძლიერი ესპანელები აღმოჩნდნენ.
ძალიან საინტერესო გამოვიდა გუნდების დაპირისპირება ევრო 2020-ს მერვედფინალშიც, სადაც ძირითად დროში ფრე 3:3 დაფიქსირდა. ხორვატები 85-ე წუთისთვის 1:3-ს აგებდნენ, მატჩის ექსტრა-ტაიმში გადაყვანა მაინც მოახერხეს, თუმცა საბოლოოდ 3:5 დამარცხდნენ.
დე ლა ფუენტეს გუნდმა შესარჩევი ეტაპი ხორვატებზე მშვიდად გამოიარა - ფურია როხამ თავისი ჯგუფი პირველ ადგილზე 21 ქულით დაასრულა და მეორეადგილოსან შოტლანდიას 4 ქულით აჯობა, ხორვატიას კი ჯგუფში თავისი მეორე ადგილის შენარჩუნებისთვის ბოლო ტურამდე მოუწია ბრძოლა. საბოლოოდ, სომხეთთან 1:0 მოგებით ევრო 2024-ს საგზური გაინაღდეს.
ევრო 2024 მზადების პროცესში ესპანეთმა ანდორა (5:0) და ჩრდილოეთ ირლანდია (5:1) გაანადგურა, ხორვატებმა კი ჯერ ჩრდილოეთ მაკედონია (3:0) გაისტუმრეს, ბოლოს კი სტუმრად პორტუგალიას (1:2) აჯობეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ნაჩო, გრიმალდო, მერინო, როდრი, პედრი, იამალი, ნიკო უილიამსი, მორატა
ხორვატია: ლივაკოვიჩი, სტანიშიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი, მოდრიჩი, ბროზოვიჩი, კოვაჩიჩი, მაერი, ბუდიმირი, კრამარიჩი.
ჩვენი პროგნოზი: 8.5 კუთხურზე მეტი - კი!
იტალია - ალბანეთი (23:00), მთავარი მსაჯი - ფელიქს ცვაერი (გერმანია).
ესპანეთისგან და ხორვატიასგან განსხვავებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონები გზას ტიტულის დაცვისკენ კვარტეტის აშკარა აუთსაიდერთან იწყებენ. დამაჯერებელი გამარჯვება ალბანელებთან ლუჩანო სპალეტის გუნდს დამაჯერებლობას შემატებს ჯგუფის სხვა, უფრო რთულ მეტოქეებთან მატჩებში.
გუნდები სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივეჯერ, როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტმა გამარჯვება იზეიმა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანელებმა ყველას გაოცება გამოიწვიეს, როცა ჯგუფში ჩეხეთს, პოლონთს, მოლდოვას და ფარერებს აჯობეს.
თავის მხრივ, იტალიისთვის ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი ძალიან ნერვული აღმოჩნდა და გუნდმა მეორე ადგილის შენარჩუნება დიდი გაჭირვებით მოახერხა.
ევრომდე იტალიის ორი საკონტროლო მატჩი არც ისე დამაჯერებელი იყო - მათ ჯერ თურქეთთან ითამაშეს ფრე (0:0), მეორე შეხვედრაში კი ბოსნიას და ჰერცოგოვინას აჯობეს (1:0).
თავის მხრივ, ალბანეთმაც ორი ამხანაგური ითამაშა - ლიხტენშტეინი 3:0 გაანადგურა, აზერიბაიჯანს კი 3:1 მოუგო.
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია: დონარუმა, დარმიანი, ბონჯორნო, ბასტონი, დი ლორენცო, ჟორჟინიო, კრისტანტე, დიმარკო, ფრატეზი, კიეზა, სკამაკა
ალბანეთი: ბერიშა, ჰიუსაი, ჯიმსიტი, აეტი, მიტაი, ასლანი, რამადანი, ბაირამი, სეფერი, ასანი, ბროია.
ჩვენი პროგნოზი: იტალიის მოგება! ვვარაუდობთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი ტურნირს მოგებით დაიწყებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
11 საათის წინ
10 საათის წინ
15 საათის წინ