მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის მეორე დღეს 3 მატჩი გაიმართება.
ევრო 2024 - დღე 2 [პრევიუ და ჩვენი პროგნოზები]
დღის პირველ შეხვედრაში უნგრეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება.
გუნდები ერთმანეთს ისტორიაში 46-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 30-ჯერ უნგრეთმა გაიმარჯვა, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, 11-ჯერ კი შვეიცარიამ მოიგო.
საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა მათი ბოლო 2 ურთიერთდაპირისპირება.
უნგრეთი 2-3 შვეიცარია (2016)
შვეიცარია 5-2 უნგრეთი (2017)
იმედია, გუნდები დღესაც არ მოგვცემენ მოწყენის საშუალებას და ბევრ გოლს შემოგვთავაზებენ.
დღის ცენტრალურ მატჩში ესპანეთი ხორვატიას შეხვდება.
გუნდები ისტორიაში 10-ჯერ გადაიკვეთნენ, 6-ჯერ გამარჯვება ესპანეთმა მოახერხა, 1 თამაში ფრედ დასრულდა, 3-ჯერ კი ხორვატიამ იმარჯვა.
ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი ამ გუნდებს შორის 2021 წელს ევროპის ჩემპიონატზე შედგა, როცა ძირითადი დრო 3-3 დასრულდა, შემდეგ კი ფურია როხამ 5-3 იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დღეს ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან მათი ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად არის შერაცხული, კიდევ ერთი მეტოქე იტალიაა, რომელიც არაფერს დათმობს, შესაბამისად გუნდებმა თავი არ უნდა დაზოგონ, რათა პლეიოფში გავიდნენ.
ესპანეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებულ 8 მატჩში 16 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ 2 ბარათს უდრის, ხორვატებმა კი ასევე 8 თამაშში 11 ყვითელი ბარათი მიიღეს.
დღის ბოლო მატჩში იტალია ალბანეთს დაუპირისპირდება.
გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ და ოთხივე მატჩი სკუადრა აძურას გამარჯვებით დასრულდა.
იტალია 1-0 ალბანეთი (2014)
იტალია 2-0 ალბანეთი (2017)
ალბანეთი 0-1 იტალია (2017)
ალბანეთი 1-3 იტალია (2022)
როგორც ხედავთ, ალბანელებმა ოთხი შემთხვევიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხეს იტალიელებისთვის გოლის გატანა.
საინტერესოა, რომ იტალიელებმა ბოლო ოთხ ამხანაგურ მატჩში ჯამში 32 კუთხური ჩააწოდეს, რაც ერთ შეხვედრაში საშუალოდ 8 კუთხურს უდრის. ალბანელების მაჩვენებელი კი ამ მხრივ შედარებით დაბალია, მათ ბოლო ოთხ თამაშში 19 კუთხური ჩამოაწოდეს, რაც ერთ მატჩში 5 კუთხურამდეა.
დღევანდელი მატჩები 17:00, 20:00 და 23:00-ზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციებს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
11 საათის წინ
10 საათის წინ
15 საათის წინ