მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე დღის და ალბათ ტურის ცენტრალურ მატჩშიც ერთმანეთს ესპანეთი და იტალია დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ესპანელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
გადამწყვეტი გოლი 55-ე წუთზე გავიდა. ნიკო ვილიამსის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი რიკარდო კალაფიორიმ ჩაჭრა საკუთარ კარში.
საბოლოოდ ფურია როხამ ამ გოლით გაიმარჯვა და 6 ქულა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დე ლა ფუენტეს გუნდმა პლეიოფის საგზური გაინაღდა.
რაც მთავარია ესპანელები შემდეგ ეტაპზე ჯგუფის პირველ ადგილზე დაკავებით გავიდნენ, რაც ბოლო ტურის წინ უკვე განაღდებულია.
მინიმალური ანგარიშის მიუხედავად ფურია როხას დიდი უპირატესობა ჰქონდა, რაც კარში ზუსტ დარტყმებშიც აისახა (9-1).
ბოლო ტურში ესპანელები ალბანეთს დაუპირისპირდებიან, იტალია კი ხორვატიას შეხვდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
12 საათის წინ
11 საათის წინ
16 საათის წინ