მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დღეს გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი იწყება.
ტურნირის გახსნით მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.
ევრო 2024 იწყება - მასპინძლები ტურნირის ღირსეულად გასახსნელად ემზადებიან
გერმანია და შოტლანდია ერთმანეთს ისტორიაში 17-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 8-ჯერ გერმანელებმა იმარჯვეს, 5 მატჩი ფრედ დასრულდა, შოტლანდიამ კი 4-ჯერ მოიგო.
გუნდების ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირება
შოტლანდია 1-1 გერმანია (2003)
გერმანია 2-1 შოტლანდია (2003)
გერმანია 2-1 შოტლანდია (2014)
შოტლანდია 2-3 გერმანია (2015)
საინტერესოა, რომ ბოლო 4 შეხვედრაში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა.
ევრო 2024-ის პირველი მატჩის მთავარი არბიტრი ფრანგი კლემენ ტურპენი იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში იმსაჯა, სულ კი მოთამაშეებს 106 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 5 წითელი ბარათი უჩვენა, ჯამში კი 9 პენალტი დანიშნა.
ბოლო სანაკრებო მატჩი მან საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში უკრაინასა და ისლანდიას შორის განსაჯა, სადაც მოთამაშეებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ტურპენისთვის ეს მე-3 ევროპის ჩემპიონატი იქნება. ევრო 2016-ზე მან ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი განსაჯა: ავსტრია 0-2 უნგრეთი (2 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი ბარათი) და ჩრდილოეთ ირლანდია 0-1 გერმანია (უბარათოდ). ევრო 2020-ზეც ფრანგს 2 მატჩი ანდეს: უელსი 1-1 შვეიცარია (3 ყვითელი ბარათი) და რუსეთი 1-4 დანია (3 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
შოტლანდიელმა მოთამაშეებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის 8 მატჩში ჯამში 19 ყვითელი ბარათი მიიღეს, წელს ჩატარებულ 4 შეხვედრაში კი 3 ყვითელი ბარათი, თუმცა ამხანაგურ მატჩებში ვიცით, რომ მსაჯები მოთამაშეების გაფრთხილებას ერიდებიან.
გერმანელებმაც 2024 წელს 4 შეხვედრა ჩაატარეს და ჯამში 3 ყვითელი ბარათი მიიღეს. ბუნდესნაკრებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია, მუნდიალზე კი მათ ჯგუფში ჩატარებულ 3 დაპირისპირებაში 3 ყვითელი ბარათი მიიღეს, სამივე ერთ მატჩში.
აღსანიშნავია, გერმანელთა სტატისტიკა კუთხურებშიც - ნაგელსმანის გუნდმა ბოლო 4 ამხანაგურ თამაშში 35 კუთხური ჩააწოდა, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 9 კუთხურამდე უდრის. შოტლანდიელებიც არანაკლებ გამორჩეულები არიან ამ მხრივ. სტივ კლარკის ანგარიშზე ბოლო 4 მატჩში 28 კუთხურია, რაც ერთ თამაშში საშუალოდ 7 კუთხურის ტოლია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
6 საათის წინ
7 საათის წინ
8 საათის წინ