მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
24 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დადგა 14 ივნისი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს სტარტს ევროპის ჩემპიონატი აიღებს.
ტურნირის პირველ მატჩში მასპინძელი გერმანია შოტლანდიას დაუპირისპირდება.
ბოლო 3-დან 2 დიდ ტურნირზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ გერმანია შეეცდება, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სულისკვეთება დაიბრუნოს, როცა იურგენ კლინსმანის გუნდმა მასპინძლის რანგში 1/2 ფინალს მიაღწია. წელს კი გერმანია რეკორდული მე-4 ევროპის ჩემპიონატის მოგებაზე გაიწევს. იულიან ნაგელსმანმა თავისი მოღვაწეობა ბუნდესნაკრებში ჰანსი ფლიკის ჩანაცვლების შემდეგ საუკეთესოდ ვერ დაიწყო, თუმცა საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან გამარჯვებამ 36 წლის მწვრთნელის მომავალი გუნდში უფრო ნათელი გახადა. ალიანც არენაზე ტურნირის გამარჯვებით დაწყება კი გერმანელების იმედს კიდევ უფრო გაზრდის.
დიდი მოლოდინია შოტლანდიელთა ბანაკშიც, რომელთაც საკვალიფიკაციო ეტაპი შთამბაჭდევად ჩაატარეს, დაამარცხეს ესპანეთი, ნორვეგია და საქართველო. სტივ კლარკი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც შოტლანდია ზედიზედ 2-ჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. მან სისტემური გუნდი ააწყო, რომლის გამორჩეული წევრებიც ასტონ ვილას კაპიტანი ჯონ მაკგინი და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეია, რომელმაც საკვალიფიკაციო მატჩებში 7 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ენდი რობერტსონიც.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია - ნოიერი; კიმიხი, რუდიგერი, ტა, მიტელშტადტი; ანდრიხი, კროოსი; მუსიალა, გიუნდოგანი, ვირცი; ჰავერცი.
შოტლანდია - განი; რალსტონი, პორტეუსი, ჰენდრი, ტირნი, რობერტსონი; მაკტომინეი, გილმორი, მაკგრეგორი, მაკგინი; ადამსი.
რა თქვეს მწვრთნელებმა?
იულიან ნაგელსმანი (გერმანია): "როცა მოთამაშეებს თვალებში ვუყურებ, ვხედავ, რომ მათ პირველ მატჩში სახლში გამარჯვება სურთ. ამას მოუთმენლად ველი. ძალიან კარგი შეგრძნებაა, თუმცა ცოტათი ვნერვიულობ. ეს დიდი ტურნირია. განსაკუთრებული მომენტია, როცა შეგიძლია შენი ქვეყნის გუნდს გაუძღვე. შოტლანდია ძალიან კარგი გუნდია. ისინი ბევრს აწვდიან და ძალიან საშიშნი არიან. მათი მოთამაშეები ყველაფერს აკეთებენ და თავს არ ზოგავენ, ეს შოტლანდიური მენტალიტეტია."
სტივ კლარკი (შოტლანდია): "გერმანიას ისევე როგორც ჩვენ ამ მატჩში გამარჯვება ენდომება. ჩემი ოჯახიც აქაა, იმედია, მატჩით სიამოვნებას მიიღებენ. ჩვენ მზად ვართ, ამ მომენტს დიდხანს ველოდით. ბევრი ვიმუშავეთ და მოვემზადეთ, იმედია მოედანზე შედეგი დაიდება."
ურთიერთშეხვედრები
17 მატჩი - გერმანია (8 მოგება), 5 ფრე, შოტლანდია (4 მოგება)
საინტერესოა, რომ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.
მსაჯი
ევრო 2024-ის პირველი მატჩის მთავარი არბიტრი ფრანგი კლემენ ტურპენი იქნება, რომელმაც გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 32 შეხვედრაში იმსაჯა, სულ კი მოთამაშეებს 106 ყვითელი, 2 მეორე ყვითელი და 5 წითელი ბარათი უჩვენა, ჯამში კი 9 პენალტი დანიშნა.
ბოლო სანაკრებო მატჩი მან საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფში უკრაინასა და ისლანდიას შორის განსაჯა, სადაც მოთამაშეებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ტურპენისთვის ეს მე-3 ევროპის ჩემპიონატი იქნება. ევრო 2016-ზე მან ჯგუფური ეტაპის 2 მატჩი განსაჯა: ავსტრია 0-2 უნგრეთი (2 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი ბარათი) და ჩრდილოეთ ირლანდია 0-1 გერმანია (უბარათოდ).
ევრო 2020-ზეც ფრანგს 2 მატჩი ანდეს: უელსი 1-1 შვეიცარია (3 ყვითელი ბარათი) და რუსეთი 1-4 დანია (3 ყვითელი ბარათი, 1 პენალტი)
გერმანიისა და შოტლანდიის მატჩი სტარტს 23:00-ზე აიღებს. ევრო 2024-ის ყველა პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
6 საათის წინ
6 საათის წინ
5 საათის წინ