• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ევრო 2024 - მასპინძელი გერმანია
ფეხბურთიფეხბურთი

ევრო 2024 - მასპინძელი გერმანია

21 მაი, 2024 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თვეზე ნაკლები დარჩა. ტურნირამდე კი adjarabetarena მონაწილე გუნდებს უფრო ახლოდან გაგაცნობთ.


დაწყება ლოგიკური იქნება მასპინძელი გერმანიის ნაკრებით.


სწორედ მასპინძლობიდან გამომდინარე გერმანელებს საკვალიფიკაცო ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღიათ და ბოლო ოფიციალური მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაატარეს, სადაც ჯგუფში ჩარჩნენ. მათი მეტოქეები ესპანეთი, იაპონია და კოსტა რიკა იყვნენ. ჰანსი ფლიკის გუნდმა კი მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლო და პლეიოფში ვერ გავიდა.


მუნდიალის შემდეგ ფლიკმა ნაკრებში მუშაობა გააგრძელა, თუმცა ეს მხოლოდ 2023 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. ჩატარებული 6 ამხანაგური მატჩიდან გერმანელებმა 5 ვერ მოიგეს, 4 საერთოდაც წააგეს. ეს ყველაფერი კი ფლიკის გათავისუფლებით დასრულდა.


სექტემბრიდან გერმანიის ნაკრებს სათავეში იულიან ნაგელსმანი უდგას. მისი თავკაცობით გუნდმა 6 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, საიდანაც 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო.



აშშ 1-3 გერმანია

მექსიკა 2-2 გერმანია

გერმანია 2-3 თურქეთი

ავსტრია 2-0 გერმანია

საფრანგეთი 0-2 გერმანია

გერმანია 2-1 ნიდერლანდები


ახალგაზრდა მწვრთნელმა სიტუაცია შედარებით დაალაგა, გუნდმა ბოლო 2 შეხვედრა ძლიერ მეტოქეებს, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს, მოუგო.


ცოტა ხნის წინ ნაგელსმანმა ევროპის ჩემპიონატისთვის 27-კაციანი განაცხადი დაასახელა.


სრული შემადგენლობის ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 799 მილიონი ევროა. ყველაზე ძვირადღირებული მოთაშეები ჯამალ მუსიალა და ფლორიან ვირცი არიან, რომლებიც 110 მილიონ ევროდ არიან შეფასებული. ვირცი წელს ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


არსებული განაცხადიდან ნაკრებში ყველაზე გამოცდილები ტომას მიულერი, მანუელ ნოიერი და ტონი კროოსი არიან. მიულერს 128 მატჩი აქვს ჩატარებული, ნოიერს - 117, კროოსს კი - 108. 



გამორჩეული ტურნირი იქნება ტონი კროოსისთვის, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს.


მოქმედი მოთამაშეებიდან საუკეთესო ბომბარდირიც ტომას მიულერია, რომელსაც ნაკრების მაისურით 45 გოლი აქვს გატანილი.


რაც შეეხება ნაკრების ისტორიას ევროპის ჩემპიონატზე, გერმანიას კონტინენტის პირველობაზე 13-ჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა (5-ჯერ როგორც დასავლეთ გერმანია).


ბუნდესნაკრები ისტორიაში 3-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, 1972 წელს ბელგიაში, 1980 წელს იტალიაში და 1996 წელს ინგლისში. გუნდი საუკეთესო 8 ნაკრებში მხოლოდ 3-ჯერ ვერ მოხვდა - 2000, 2004, და 2020 წელს. გერმანელები მინიმუმ 1/2 ფინალში 9-ჯერ გავიდნენ, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.


ბოლო ევროპის ჩემპიონატზე გუნდი ასპარეზობას 1/8 ფინალში გამოეთიშა, სადაც ინგლისთან 2-0 დამარცხდა.


გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი (18) მატჩი ევროპის ჩემპიონატზე ბასტიან შვაინშტაიგერს აქვს ჩატარებული, ამ რეკორდის მოხსნის შანსი ტომას მიულერსა და მანუელ ნოიერს (15-15) აქვთ. ტონი კროოსიც იქვეა 14 მატჩით.


ევროზე ნაკრების ბომბარდირები კი იურგენ კლინსმანი და მარიო გომესი არიან, რომელთა ანგარიშზეც 5-5 გოლია. საინტერესოა, რომ ტომას მიულერს, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 10 გოლი აქვს გატანილი, ევროპის ჩემპიონატებზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში უგოლოდაა.


მოახლოებულ ევრო 2024-ზე მასპინძელი გერმანია ჯგუფში შოტლანდიის, უნგრეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ტურნირი 14 ივნისს სწორედ გერმანიისა და შოტლანდიის მატჩით გაიხსნება.



გერმანელებს შოტლანდიელებთან ისტორიაში 17 მატჩი აქვთ ჩატარებული, საიდანაც 8 მოიგეს, 5 ფრე ითამაშეს და 4 წააგეს. გუნდებს შორის ბოლო მატჩი 2015 წელს შედგა, სადაც გერმანიამ შოტლანდიაში 2-3 იმარჯვა.


უნგრეთთან ბევრად მეტი შეხვედრა ფიქსირდება - 37. სტატისტიკა საკმაოდ თანაბარია - 13 მოგება, 12 ფრე, 12 წაგება. ბოლო მატჩი 2022 წელს უნგრეთმა 0-1 მოიგო.


რაც შეეხება მე-3 მეტოქეს, გერმანელებს ისტორიაში ყველაზე მეტი (53) მატჩი სწორედ შვეიცარიელების წინააღმდეგ აქვთ ჩატარებული და სტატისტიკურადაც საკმაოდ სჯობნიან მეტოქეს - 36 მოგება, 8 ფრე და 9 წაგება.


ასე და ამგვარად ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანია იულიან ნაგელსმანის თავკაცობით შეეცდება თავი ღირსეულად წარმოაჩინოს, საკუთარი გულშემატკივარი გაახაროს და ტონი კროოსიც შესაბამისად გააცილოს ფეხბურთიდან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ევრო 2024
გერმანია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველად ექვსი წლის მანძილზე — ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველად ექვსი წლის მანძილზე — ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კათედრალი და თხა: კიოლნელთა სიმბოლოს ისტორია

•
•ფეხბურთი
კათედრალი და თხა: კიოლნელთა სიმბოლოს ისტორია
•
•ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი რუდიგერის გარეშე? – გერმანული მედია ვარსკვლავის დასჯას ითხოვს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი რუდიგერის გარეშე? – გერმანული მედია ვარსკვლავის დასჯას ითხოვს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 თებ, 2026

VIDEO: პირველად 2020 წლის შემდეგ - ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია

News image

12 თებ, 2026

პირველად ექვსი წლის მანძილზე — ბაიერნი გერმანიის თასის 1/2 ფინალშია

News image

13 თებ, 2026

კათედრალი და თხა: კიოლნელთა სიმბოლოს ისტორია

News image

04 მარ, 2026

მსოფლიო ჩემპიონატი რუდიგერის გარეშე? – გერმანული მედია ვარსკვლავის დასჯას ითხოვს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება