ერთა ლიგის მე-4 ტურში საბერძნეთმა და გერმანიამ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
პირველ მატჩში საბერძნეთმა გერმანია სენსაციურად, გასვლაზე დაამარცხა და იურგენ კლოპს ნაკრების სათავეში პირველი მარცხიც აგემა.
დღევანდელი მატჩი კლოპისთვის რევანშის აღების კარგი შანსი იყო, რომელიც გუნდმა ვერ გამოიყენა და ფრე 0:0 ითამაშა.
მატჩი მეტნაკლებად თანაბარი გამოვიდა - ბურთს უფრო მეტად გერმანია ფლობდა, თუმცა თავისი შანსები საბერძნეთსაც ჰქონდა. საბოლოოდ, გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო.
ამ შედეგით გერმანიამ 5 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს, ბერძნები კი 8 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე არიან. იმდენივე ქულა აქვს ლიდერ ნიდერლანდებსაც, რომელიც პირველ ადიგლზე მეტი გატანილი გოლის ხარჯზე იმყოფება.