ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერი კარიერის დასრულებას 2027 წლის ზაფხულში ელის.
40 წლის გერმანელმა საკუთარ მომავალზე გულშემატკივრებთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩემი დრო ამ ზაფხულს დასრულდება. ახლა უბრალოდ ვცდილობ, დარჩენილი დროით ვისიამოვნო.
გასულ სეზონშივე 85 პროცენტით მზად ვიყავი კარიერის დასასრულებლად, მაგრამ ბაიერნში ისეთი კარგი ატმოსფეროა, რომ გაგრძელება გადავწყვიტე“, - თქვა ნოიერმა.
ნოიერი ბაიერნში შალკედან 2011 წელს გადავიდა და მიუნხენურ კლუბთან ერთად ტრებლი ორჯერ, 2013 და 2020 წლებში მოიგო. ამ ორ ტრიუმფს შორის, 2014 წელს, ის გერმანიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.