ერიკ-მაქსიმ შუპო-მოტინგი შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს.
Sky Sport-ის ინფორმაციით, მიუნხენელები ჰარი კეინის შემცვლელ ცენტრალურ თავდამსხმელს ეძებენ და განხილულ კანდიდატებს შორის 37 წლის ფორვარდიცაა.
შუპო-მოტინგს ნიუ-იორკ რედ ბულსთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება.
ჯერჯერობით უცნობია, გადადგამს თუ არა ბაიერნი კონკრეტულ ნაბიჯებს მის დასაბრუნებლად.
კამერუნელი თავდამსხმელი მიუნხენურ კლუბში 2020-2024 წლებში უკვე თამაშობდა.