კიოლნის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა ორშაბათს გამართულ ვარჯიშზე თავის არეში დაზიანება მიიღო და შესაძლოა ბუნდესლიგის მომდევნო ტურის შეხვედრა გამოტოვოს.
გერმანული მედიის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელ რაგნარ ახეს შეეჯახა, რის შემდეგაც ვარჯიში ნაადრევად დაასრულა და მოედანი მინიქარით დატოვა.
ლოჩოშვილი, რომელიც ყურის არეში დისკომფორტს უჩივის, კიოლნის სამშაბათის დილის ვარჯიშზეც არ გამოჩენილა, თუმცა ვარაუდობენ, რომ კვირის ბოლომდე მომჯობინებას მოასწრებს.
ქართველმა მცველმა ბუნდესლიგის წინა ტურში სტუმრად მიუნხენის ბაიერნთან 1:1 დასრულებულ მატჩში შეუცვლელად და მაღალ დონეზე ითამაშა, რითაც სასტარტო შემადგენლობას სათადარიგოთა სკამზე გატარებული სამი შეხვედრის შემდეგ დაუბრუნდა.
მიმდინარე სეზონში ლოჩოშვილმა ბუნდესლიგის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კიოლნს 10 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.
რენე ვაგნერის გაწვრთნილი გუნდი ბუნდესლიგის მე-11 ტურში, 28 ნოემბერს საკუთარ მოედანზე ელფესბერგს დაუპირისპირდება.