UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდა, რომელმაც მერაბ დვალიშვილთან ჩხუბის შემდეგ უსმან ნურმაგომედოვსა და მის გუნდს მხარი დაუჭირა.
„ისლამ, დიდ პატივს გცემ. მაგრამ თუ ამბობ, რომ შენს ქვეყანაში კულტურული ნორმები ჯგუფურად თავდასხმას, ადამიანის მიწაზე გაკავებასა და თავში წიხლების რტყმას ამართლებს, ეს ამაზრზენია.
ჯერ კონფლიქტი მოაგვარო, შერიგდე, ხელი ჩამოართვა და შემდეგ, თითქოს ფილმში იყო, სიფხიზლე მოუდუნო და მარტო დარჩენილს თავს დაესხა - ჩემთვის ეს უბრალოდ სიმხდალეა. ამაში არც ვაჟკაცობაა და არც პატივისცემის ღირსი რამ.
ეს ბიჭები სულაც არ არიან წმინდანები… სწორედ ესაა ჩემი მთავარი პრეტენზია - დახურულ კარს მიღმა სრულიად სხვა ადამიანი ხარ“, - თქვა სტერლინგმა.