მერაბ დვალიშვილმა საქართველოში MMA აკადემია ოფიციალურად გახსნა.
გახსნის ცერემონიაზე ქართველმა ლეგენდარულმა მებრძოლმა თავისი პირველი კომენტარიც გააკეთა:
„აკადემიის გახსნის სურვილი დიდი ხანია მქონდა და მადლობა ღმერთს, რომ დღეს აქ ვართ. ერთი ვარჯიში ჩავატარეთ და დღეიდან ვარჯიშები აღარ შეწყდება.
შემდეგი კვირიდან ვიღებთ ახალგაზრდა სპორტსმენებს.
ჩემთვის ოცნების ახდენაა, რომ ისეთი კარგი დარბაზი გვქონოდა საქართველოში, როგორიც მე მსურს. ეს არის ჩემი მეორე საქმე, პასუხისმგებლობაა ჩემთვის - ჩემი სპორტული კარიერის გარდა, უკვე ამ დარბაზის მფლობელიც ვარ და ამ ყველაფერს ორგანიზება უნდა გავუწიო და ამ პასუხისმგებლობასაც გავართვა თავი", - აღნიშნა ქართველმა გახსნის ცერემონიის დროს.