ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა და 2006 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა, ფაბიო კანავარომ გამოცემა Il Mattino-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
კანავარომ განაცხადა:
ხმას კვარაცხელიას მივცემდი. გასულ სეზონში პსჟ-ში ის საოცარ რაღაცებს აკეთებდა. მისმა გენიალურობამ და არაპროგნოზირებადობამ მომხიბლა. თუმცა, ის ფაქტი, რომ ჯილდო ჰარი კეინს გადაეცა, სკანდალად არ მიმაჩნია. სავსებით სამართლიანია, რომ ოქროს ბურთი იმ ფეხბურთელმა მიიღოს, ვინც ამდენი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკითხვაში 541 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა ჰარი კეინის, კილიან მბაპეს, ლამინ იამალის, როდრისა და ლიონელ მესის შემდეგ.