გამოცემა TEAMtalk-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, თორნიკე კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდება.
თორნიკეს თბილისის დინამოსთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. ინფორმაციას პარიზული კლუბის გულშემატკივართა გვერდი VipsgNews-იც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძმის სავარაუდო ღირებულება 1.5 მილიონი ევროა, თუმცა მისით სხვა ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან.
TEAMtalk-ი 16 წლის ფეხბურთელის შესახებ მსგავს ცნობებს პირველად არ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულში თორნიკე კვარაცხელიას ლონდონის არსენალი, ნაპოლი, ჩელსი და ტოტენჰემი აკვირდებოდნენ, ხოლო მისი შეძენის მთავარ კანდიდატად ჩელსი სახელდება.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მოთამაშით მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპულიც დაინტერესდნენ. ასევე ცნობილია, რომ თორნიკე კვარაცხელია ზაფხულში მიუნხენში იმყოფებოდა და ბაიერნის ასაკობრივ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.