მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია თბილისში გუშინ, 23 ნოემბერს, ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას მერაბთან ერთად UFC-ის კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი, ალჯამეინ სტერლინგიც დაესწრო.
ინტერვიუში დვალიშვილმა ისიც გაასაჯაროვა, თუ როდიდან დაიწყება მსურველების მიღება აკადემიაში.
„ერთი ვარჯიში უკვე ჩავატარეთ და დღეიდან ვარჯიშები არ შეწყდება. შემდეგი კვირიდან ვიწყებთ ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებას.", - აღნიშნა მერაბმა ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილის MMA აკადემია სადგურის მოედანზე, „თბილისი ცენტრალში" გაიხსნა.