26 ნოემბერს უეფას კონფერენს ლიგაზე იბერია 1999 თბილისში ესპანურ ხეტაფეს უმასპინძლებს.
გუნდები ისტორიაში ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.
ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში იბერია 1999-ს ორი მოგება, ორი ფრე და ერთი მარცხი აქვს (გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 5:4).
ამ მონაკვეთში თბილისურმა კლუბმა კარი მშრალად ორჯერ შეინახა.
ბოლო ხუთ მატჩში იბერიამ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისთან (0:0) და სპაერთან (2:2) ფრედ ითამაშა, გაგრა (1:0) და სამგურალი (1:0) დაამარცხა, ხოლო კონფერენს ლიგაზე სტუმრად კოპენჰაგენთან (1:2) წააგო.
ხეტაფეს ბოლო ხუთი შეხვედრის ბალანსი ორი მოგება და სამი მარცხია (ბურთების სხვაობა 6:9). ესპანურმა კლუბმა ამ პერიოდში კარი მშრალად ვერცერთხელ შეინახა და ბოლო სამი თამაში ზედიზედ წააგო, ისე რომ გოლიც ვერ გაიტანა.
კოპა დელ რეიზე ლებრიხანასთან (3:2) და ლა ლიგაში სევილიასთან (3:1) მოგებების შემდეგ, ხეტაფე კონფერენს ლიგაზე ბრაიტონთან (0:1), ესპანეთის ჩემპიონატში კი ვილიარეალთან (0:2) და მადრიდის ატლეტიკოსთან (0:3) დამარცხდა.