VIDEO: საკალათბურთო ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში ჩაატარა
16 წთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა.
გუნდი საბერძნეთის დედაქალაქში შეიკრიბა. თორნიკე შენგელია ნაკრებს საბერძნეთთან მატჩის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება. ვარჯიშში პირველად ჩაერთნენ ლეგიონერები რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე, მარკის რიდი და გიორგი კორსანტია.
გუშინ, 23-ში, ვარჯიში აეკ-ის SUNEL არენაზე გაიმართა, სადაც გუნდი დღესაც ივარჯიშებს, ხოლო 25 ნოემბერს ოაკას ოლიმპიურ დარბაზში გადაინაცვლებს, სადაც საბერძნეთთან შეხვედრაა დაგეგმილი.
ჯიკიჩმა ყურადღება კომბინაციებისა და იმ დეტალების დამუშავებას დაუთმო, რომლებიც მეტოქესთან თამაშში გამოადგებათ. მწვრთნელი ვარჯიშით კმაყოფილი დარჩა და 13-ივე მოთამაშის მონდომება აღნიშნა.
საბერძნეთის ნაკრებს, რომელსაც ვასილის სპანულისი წვრთნის, ტრავმის გამო ნიკ კალატესი გამოაკლდა, თუმცა მეტოქე მაინც ძლიერია და საკუთარ მოედანზე, 9 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე მოსალოდნელი ანშლაგის ფონზე, სატურნირო მდგომარეობის გამო მაქსიმალურად მოტივირებული იქნება.
ვარჯიშში 13-მა კალათბურთელმა მიიღო მონაწილეობა: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია.