კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ეტაპის ნოემბრის მატჩების წინ ნაკრებთა რეიტინგი განაახლა.
ჯიკიჩის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა წინა მაჩვენებელთან შედარებით ერთი პოზიციით უკან დაიხია და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა. რეიტინგის პირველ სამეულს თურქეთი, საფრანგეთი და სერბეთი შეადგენენ.
ფიბა-ს შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის საუკეთესო ევროპელ კალათბურთელებს მოუყრის თავს და სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება სჭირდება, ალეკსანდარ ჯიკიჩსა და თორნიკე შენგელიას შესწევთ უნარი, მსგავს შეხვედრებში განსაკუთრებული შედეგი დააფიქსირონ.
საერთაშორისო ფედერაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას პორტუგალიასთან საშინაო დაპირისპირებასაც ანიჭებს, რომელშიც გამარჯვებამ შესაძლოა საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ გზა გაუხსნას.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები ხუთი მოგებითა და სამი მარცხით ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს საბერძნეთს სტუმრად დაუპირისპირდება, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.