პეპ გვარდიოლასთვის კარიერის ყველაზე რთული გამოცდა ბარსელონადან წასვლის შემდეგ ბაიერნის ჩაბარება აღმოჩნდა.
ესპანელმა რომარიოსთან ინტერვიუში განმარტა, რატომ გაუჭირდა იუპ ჰაინკესის შემდეგ მუშაობის დაწყება.
„ბაიერნს ტრებლი ახალი მოგებული ჰქონდა. ფეხბურთელების დარწმუნება რთული იყო - არა იმიტომ, რომ მზად არ იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი მოიგეს.
როდესაც ბარსელონა ჩავიბარე, გუნდი რეალს 18 ქულით ჩამორჩებოდა. ასეთ ვითარებაში ფეხბურთელები უფრო მეტად გენდობიან, რადგან ცვლილება და გაუმჯობესება სურთ. მაგრამ ტრებლის მომგებ გუნდს მეტი რისთვის უნდა მიეღწია?
თუმცა ფილიპ ლამიდან და ტონი კროოსიდან დაწყებული, მანუელ ნოიერითა და თომას მიულერით დამთავრებული, ბაიერნის ბევრი ფეხბურთელი ძალიან დამეხმარა“, - თქვა გვარდიოლამ.