პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციასთან ნაკრების გაწვრთნაზე ისაუბრა, თუმცა დასვენება ამჯობინა.
ამის შესახებ ესპანელმა რომარიოსთან ინტერვიუში მოყვა.
„ამაზე პირველად ვსაუბრობ, მაგრამ ისეთი ქვეყნისთვის უარის თქმა, როგორიც იტალიაა, მეუხერხულებოდა. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ კანდიდატად განიხილავდნენ, თუმცა ვიგრძენი, რომ პაუზა მჭირდებოდა.
ეს სამსახური რამდენიმე წლით ადრე რომ შემოეთავაზებინათ, ალბათ დავთანხმდებოდი. მაგრამ პაოლო მალდინისა და ლეონარდოსთან საუბრების შემდეგ მივხვდი, რომ უნდა გავჩერებულიყავი.
საკუთარი თავისთვის მეტი დრო მჭირდებოდა. 18 წელი მწვრთნელად ვმუშაობდი და მატჩები ყოველ სამ დღეში მქონდა. რაღაც მომენტში პაუზაც უნდა აიღო“, - თქვა გვარდიოლამ.