პეპ გვარდიოლას აზრით, კრიშტიანუ რონალდუსა და პორტუგალიის ნაკრებს შორის ურთიერთობა კონფლიქტით არ უნდა დასრულდეს.
ესპანელმა რომარიოსთან ინტერვიუში ფედერაციას ფეხბურთელის ღირსეული გაცილებისკენ მოუწოდა.
„ორივე მხარემ უნდა იპოვოს გზა, რომ ერთმანეთს სათანადოდ დაემშვიდობონ. კრიშტიანუმ პორტუგალიისა და მომავალი თაობებისთვის ძალიან ბევრი გააკეთა.
ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და იმსახურებს პატივისცემას, საკუთარი ხალხის სიყვარულის შეგრძნებას. ასეთ ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას ერთი გაუგებრობით ვერ შეაფასებ.
იგივე ეხება სხვა დიდ ფეხბურთელებსაც, მაგალითად, მალდინისა და მესის“, - თქვა გვარდიოლამ.
41 წლის რონალდუმ სანაკრებო კარიერა 5 ნოემბერს დაასრულა.
მანამდე მან ნაკრების შეკრება ჟორჟე ჟეზუშთან უთანხმოების შემდეგ დატოვა და მწვრთნელი დაპირებების დარღვევაში დაადანაშაულა.