VIDEO: „შენ ძალიან ცუდი ხარ", - რონალდუმ მსაჯი თვალებზე ხელის აფარებით გააკრიტიკა
5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კრიშტიანუ რონალდუმ აზიის ჩემპიონთა ლიგაში ალ-სადის წინააღმდეგ მოგებულ მატჩში (2:1) საკუთარი გოლის გაუქმება ემოციურად გააპროტესტა.
ალ-ნასრის თავდამსხმელის გოლი თანაგუნდელის, ანჟელო გაბრიელის თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.
41 წლის პორტუგალიელი გვერდითი მსაჯისკენ შეტრიალდა, თვალებზე ხელი აიფარა და დროშის ქნევის მოძრაობა გაიმეორა. იქამდე, რონალდუ მსაჯის მისამართით იმეორებდა: „შენ ძალიან ცუდი ხარ".