Oktagon MMA-მ ბოლო წუთის ცვლილება გამოაცხადა.
,,ფელიქს კლინკჰამერი ამირან გოგოლაძესთან საჩემპიონო ბრძოლას გამოეთიშა, მის ადგილს კი ჯესინ აიარი დაიკავებს. ჰელოუინის ღამეს კი, მიუნხენში, ქვესაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდება.
ამირან „სნაიპერი“ გოგოლაძე SAP Garden-ის არენაზე დივიზიონის პირველი ნომერი პრეტენდენტის სტატუსით გამოვა. ქართველ მებრძოლს OKTAGON-ის ორგანიზაციაში მარცხი ჯერ არ განუცდია.
1️8 გამარჯვება. 8️ ბრძოლა, რომელიც 1️00 წამზე ნაკლებ დროში დაასრულა. ერთი ზუსტი დარტყმა და მეტოქისთვის ყველაფერი სრულდება.
ბოლო შეხვედრაში მან ყოფილი ჩემპიონი იონ სურდუ ნოკაუტით დაამარცხა. გოგოლაძეს საჩემპიონო ბრძოლის შესაძლებლობა ერთხელ უკვე ხელიდან გამოეცალა და არ აპირებს, ეს მეორედაც დაუშვას.
ჯესინ „აბაკუსი“ აიარი UFC-ის ყოფილი მებრძოლია, რომელსაც კარიერაში 19 გამარჯვება აქვს მოპოვებული. მის მიერ დამარცხებულ მეტოქეებს შორის კერიმ ენგიზეკიცაა.
აიარი OKTAGON-ის ორგანიზაციაში დაუმარცხებელია. შტუტგარტში მან შტალი დარტყმებით დაამარცხა, შემდეგ კი შტოლზესაც აჯობა.
ახლა ბედისწერამ მისთვის ისეთი სცენარი დაწერა, რომლის წარმოდგენაც რთული იქნებოდა.
ზაფხულში ტრავმის გამო აიარის კლინკჰამერთან ბრძოლა ჩაიშალა. ახლა კი სწორედ კლინკჰამერის ტრავმამ მისცა კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის ჩატარების შესაძლებლობა.
აიარი მიუნხენში გასამართი ბრძოლისთვის ისედაც ემზადებოდა, თუმცა ახლა ოქტაგონზე საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად გავა.
შეძლებს „სნაიპერი“ OKTAGON-ში დაუმარცხებელი სერიის გაგრძელებას და საჩემპიონო ქამრის საქართველოში ჩამოტანას, თუ აიარი მოულოდნელად მიღებულ შესაძლებლობას გამოიყენებს და გერმანელი გულშემატკივრების წინაშე ჩემპიონი გახდება?
31 ოქტომბერი | OKTAGON 96 | SAP Garden, მიუნხენი" - წერს Oktagon MMA.