ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის მატჩების შემდეგ ლიდერთა შორის სხვაობა შემცირდა.
პირველადგილოსანმა საგარეჯოს გარეჯმა დუშეთის არაგვთან სტუმრად 0:0 ითამაშა, ბოლოადგილოსან კოლხეთს საშინაო შეხვედრა ვერ მოუგო ტურამდე მეორეადგილოსანმა თელავმა, რომელსაც აღნიშნული პოზიცია სართიჭალის შტურმმა ჩამოართვა მას შემდეგ, რაც დასარჩენად მებრძოლ ბოლნისს 1:0 აჯობა.
1. გარეჯი (საგარეჯო) - 54 ქულა;
2. შტურმი (სართიჭალა) - 49 ქულა;
3. თელავი (თელავი) - 47 ქულა;
4. მერანი (მარტვილი) - 40 ქულა;
5. სამტრედია (სამტრედია) - 40 ქულა;
6. არაგვი (დუშეთი) - 39 ქულა;
7. ოდიში 1919 (ზუგდიდი) - 38 ქულა;
8. ბოლნისი (ბოლნისი) - 36 ქულა;
9. გორი (გორი) - 33 ქულა;
10. კოლხეთი 1913 (ფოთი) - 32 ქულა.
ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური რჩება. ეროვნული ლიგის პირდაპირ საგზურს მხოლოდ პირველადგილოსანი მიიღებს, მეორე-მესამე ადგილოსნები კი უმაღლესის მერვე-მეცხრე პოზიციაზე გასულ გუნდებს ორრაუნდიან პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან.
მომდევნო ტურში ლიდერი გარეჯი ფოთის კოლხეთთან სტუმრად ითამაშებს, შტურმი სამტრედიას ეწვევა, ხოლო თელავი მარტვილის მერანს ასევე გასვლაზე შეხვდება.
ფოტო: შტურმი სართიჭალა