VIDEO: უმნიშვნელოვანესი 3 ქულა - იბერია 1999-მა ტორპედო დაამარცხა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ლიგის 30-ე ტურში იბერია 1999-ისა და ტორპედო ქუთაისისი პირველივე ტაიმში მასპინძლებმა 3 გოლის გატანა მოახერხეს.
იბერიელთა მხრიდან ანგარიში მე-17 წუთზე ზვიად ნაჭყებიამ გახსნა, 27-ე წუთზე სხვაობა ორამდე ამირან ძაგანიამ გაზარდა.
მე-40 წუთზე კი გიორგი ბერიძის გოლით ანგარიში 3-0 გახდა და იბერიელებმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.
პირველ ტაიმში ლევან კორღალიძეს ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავას შეცვლა მოუწია, იბერიელთა კაპიტნის დაზიანება სერიოზული არაა, კუნთის დაჭიმულობის გამო გუნდში აღარ გარისკეს და მარცხენა მცველი შეცვალეს.
მეორე ტაიმში ტორპედომ თამაშის მოტრიალება სცადა. 49-ე წუთზე ერთი ბურთი ვლადიმერ მამუჩაშვილმა გაქვითა, 68-ე წუთზე კი სხვაობა მინიმუმამდე ფელიპე პირესმა შეამცირა.
საბოლოოდ უხვგოლიან მატჩში გამარჯვება იბერია 1999-მა მოიპოვა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.
ლევან კორღალიძის გუნდს 55 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა. ლიდერ დინამო ბათუმთან ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულაა, ზედიზედ მე-3 ჩემპიონობისთვის ბრძოლა კი გრძელდება.
ეროვნულ ლიგაში მომდევნო მატჩს იბერია 1999 დინამო თბილისის წინააღმდეგ 31 ოქტომბერს ჩაატარებს.