იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში უდინეზემ საკუთარ მოედანზე მილანი მიიღო და 0-2 დამარცხდა.
მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა.
მილანმა მეტოქე კრისტიან პულიშიჩისა და ომარი ჰატჩინსონის გოლებით მოიგო და ცხრილში 18 ქულით რომას გაუთანაბრდა, ახლა კი მე-4 ადგილს იკავებს.
უდინეზემ კი იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ მე-6 მატჩი წააგო და 4 ქულით გასავარდნ ზონაში მყოფ ფიორენტინასთან და პარმასთან ახლოსაა.
რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, ქართველმა ნახევარმცველმა მილანთან შეხვედრაში Sofascore-ის მიხედვით 7.1 შეფასება დაიმსახურა.
ჩაკვეს 49 პასიდან 39 ზუსტი იყო, მეტოქის ნახევარზე კი მისი 40 პასიდან 31 იყო ზუსტი. გიორგიმ 4 დრიბლინგიდან 3 წარმატებით შეასრულა.