L'Equipe ხვიჩა კვარაცხელიას ოპერაციის ჩატარების თარიღსა და ლოკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს.
,,ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პსჟ-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.
ქართველმა ფეხბურთელმა ბარსელონასთან გამართულ შეხვედრაში (4:2), მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს.
ქირურგიული ჩარევა მომავალი კვირის დასაწყისში, კატარის დედაქალაქ დოჰაში, ასპეტარის კლინიკაშია დაგეგმილი. ოპერაციის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა." - წერს ფრანგული გამოცემა.
ოპერაციის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესი ელის. დიდი ალბათობით, ის მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ შეძლებს.
,,მისი დიდი გულშემატკივარი ვარ" - ბარსელონას ვარსკვლავის მხარდაჭერა კვარაცხელიას