იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
„კავკასიის მარადონა" - რატომ მიიჩნევდა კანიჯა ნემსაძეს ერთ-ერთ საუკეთესოდ?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

„კავკასიის მარადონა" - რატომ მიიჩნევდა კანიჯა ნემსაძეს ერთ-ერთ საუკეთესოდ?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შოტლანდიურმა გამოცემა The Scotsman-მა გიორგი ნემსაძეს სტატია მიუძღვნა.


,,როდესაც 2003 წელს დანდიმ ფინანსური კრიზისისა და გაკოტრების ადმინისტრირების პროცესის დაწყების შემდეგ კლუბიდან მოულოდნელად გაშვებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, ადგილობრივმა გაზეთმა Evening Telegraph-მა მას კლუბის ისტორიაში ყველაზე სევდიანი შემადგენლობა უწოდა.


ეს კარგი ფრაზა იყო და, შესაძლოა, სიმართლესაც შეესაბამებოდა, თუმცა ვფიქრობ, არსებობს კიდევ ერთი შემადგენლობა, რომელსაც ამ სტატუსზე არანაკლები პრეტენზია აქვს.


საუბარია 3 წლით ადრე, იმ ეპოქის დასაწყისში დასახელებულ შემადგენლობაზე, რომელმაც დენს პარკის ბინადარი კლუბი საბოლოოდ ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანა.


2000 წლის ივლისში, როდესაც ივანო ბონეტიმ დანდის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ოფიციალური მატჩისთვის, მოზერველთან დაპირისპირების წინ, ფირ პარკზე მსაჯ ჯონ როუბოთემს სასტარტო შემადგენლობა წარუდგინა, მასში 8 არაშოტლანდიელი ფეხბურთელი ირიცხებოდა.


იმ დროისთვის ეს უჩვეულო მოვლენა იყო, თუმცა დღეს ამ შემადგენლობის გადახედვისას ყურადღებას სულ სხვა, გაცილებით სევდიანი გარემოება იპყრობს.


მიუხედავად იმისა, რომ თითქოს არც ისე დიდი დრო გავიდა, წარმოუდგენლად მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ ამ მრავალეროვანი შემადგენლობიდან 3 ფეხბურთელი უკვე გარდაცვლილია.


პატრიციო ბილიო 2023 წელს, 48 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, როდესაც მეგობრებთან ერთად პადელს თამაშობდა.


ფაბიან კაბალიერო კი 2 წელზე მეტი ხნის წინ, პარაგვაიში, 46 წლის ასაკში დაიღუპა. მისი გარდაცვალების მიზეზიც გულის შეტევა გახდა, რომელიც ფუტსალის თამაშის შემდეგ დაემართა. პარაგვაი მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა.


გიორგი ნემსაძის პერიოდი დანდიში - მოგონებები ქართველ ლეგენდაზე


ახლა კი არანაკლებ შემზარავი ამბავი შევიტყვეთ, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.


საქართველოდან გავრცელებული ცნობების თანახმად, ცნობილ ნახევარმცველს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 69 მატჩი ჩაატარა, გულის შეტევა დაემართა.


ამ ტრაგიკულმა და დამაფიქრებელმა ამბავმა მხოლოდ 40-50 წლის ადამიანებზე როდი იმოქმედა.


ოთხშაბათს, როდესაც ინფორმაცია პირველად გავრცელდა, დანდის სხვადასხვა თაობის გულშემატკივრები წარსულის მოგონებებმა მოიცვა.


მათაც კი, ვისაც ნიჭიერი ნახევარმცველის თამაში საკუთარი თვალით არ უნახავს, უფროსი თაობისგან აუცილებლად ექნებათ მოსმენილი ისტორიები იმ გამორჩეული გუნდის შესახებ.


მართალია, იმ შემადგენლობამ განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია, შოტლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულში მოხვედრასა და ქვეყნის თასის ფინალში გასვლას თუ არ ჩავთვლით, მაგრამ გულშემატკივრებს სანახაობას თითქმის ყოველთვის სთავაზობდა.


კლაუდიო კანიჯასა და ფაბიან კაბალიეროს მსგავსი ფეხბურთელები მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ზოგიერთი, როგორც კაბალიერო, მოგვიანებით უკანაც ბრუნდებოდა, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გიორგი ნემსაძე იყო.


კაბალიეროს მსგავსად, ნემსაძემაც მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. ეს 2001/02 წლების სეზონში მოხდა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი მოედანს დაუბრუნდა და მომდევნო სეზონში დანდის 1964 წლის შემდეგ პირველად შოტლანდიის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა.


ნემსაძე დღემდე რჩება დანდის უკანასკნელ ფეხბურთელად, რომელმაც ჰემპდენ პარკზე გამართულ გამარჯვებულ მატჩში გოლი გაიტანა. სწორედ მისმა ერთადერთმა გოლმა მოუტანა გუნდს ინვერნეს კალედონიან თისლთან ნახევარფინალში გამარჯვება.


ყველას, ვისაც მისი თამაში უნახავს, მათ შორის მეტოქე გუნდების გულშემატკივრებსაც, ნემსაძის განსაკუთრებულ ნიჭთან დაკავშირებული საკუთარი მოგონებები ექნება.


საგულისხმოა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელებში სამძიმრის უამრავი წერილი გამოჩნდა არა მხოლოდ დანდის, არამედ სხვა კლუბების გულშემატკივრებისგანაც. მათგან, ვინც კარგად იცოდა, რომ ნემსაძის თამაშის სანახავად სტადიონზე მისვლა თითქმის ყოველთვის ღირდა.


,,საუკეთესო, ვინც დანდიში მინახავს" - შოტლანდიელები ნემსაძეს ემშვიდობებიან


ლეგენდარულ გეორგე ჰაჯის „კარპატების მარადონა“ შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ეს მეტსახელი ნემსაძეს არ შეესაბამებოდა, თავისი საფეხბურთო თვისებებით ის ამ სახელწოდებას ნამდვილად იმსახურებდა.


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გიორგი ნემსაძე „კავკასიის მარადონა“ იყო.


რუმინეთსა და საქართველოს ერთმანეთისგან შავი ზღვის უზარმაზარი სივრცე ყოფს, თუმცა საფეხბურთო თვალსაზრისით ნემსაძე ჰაჯის ძალიან ჰგავდა.


ორივეს ჰქონდა უნარი, გაეკეთებინა ის, რასაც მეტოქე არ ელოდა. ზოგჯერ კი ისეთი რამეც, რაც შეუძლებელი ჩანდა.


გაიხსენეთ 2000 წლის სექტემბერში, დენს პარკზე, დანდი იუნაიტედის წინააღმდეგ გამართული მატჩი და ეპიზოდი, როდესაც ნემსაძემ ხუან სარას ჰეთ-თრიკის მეორე გოლში საგოლე გადაცემა გაუკეთა.


ქართველი ნახევარმცველი ბურთით ხან ერთ მხარეს მოძრაობს, ხან მეორეზე, მინიმუმ 3 მეტოქეს თამაშიდან თიშავს, შემდეგ კი საჯარიმოში ბურთს აწვდის სარას, რომელიც თავური დარტყმით გოლს იტანს.


ასევე შეუძლებელია არ გავიხსენოთ მომდევნო დერბიში გატანილი მისი ცნობილი გოლი, როდესაც მეკარე ალან კომბს ბურთი თავზე გადაუგდო.



ამ გოლის დროს საგოლე გადაცემა ფეხბურთელს მიაწერეს, რომლის ამოცნობაც მარტივია, გრძელი ქერა თმა, ოდნავ მოხრილი აღნაგობა და მაისურზე 33 ნომერი. ეს კლაუდიო კანიჯა იყო.


თუმცა სასაცილოა ამ ეპიზოდის საგოლე გადაცემად შეფასება, რადგან კანიჯას პასის შემდეგ ნემსაძეს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი.


არგენტინელმა ლეგენდამ ერთხელ მითხრა, რომ ნემსაძე ისეთივე მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, როგორიც ნებისმიერი თანაგუნდელი, ვისთან ერთადაც თავისი გამორჩეული საკლუბო კარიერის განმავლობაში უთამაშია. რა თქმა უნდა, გამონაკლისი დიეგო მარადონა იყო.


სწორედ ნემსაძემ გაუკეთა კანიჯას საგოლე გადაცემა, როდესაც არგენტინელმა თავდამსხმელმა შოტლანდიურ ფეხბურთში თავისი პირველი გოლი გაიტანა, აბერდინის წინააღმდეგ, მოედანზე შეცვლაზე შესვლის შემდეგ.


ამ გოლში ნემსაძის წვლილი ხშირად ავიწყდებათ, რადგან მთელი ყურადღება კანიჯაზეა გადატანილი, თუმცა ქართველმა თანაგუნდელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.


საინტერესოა, რომ ორივე ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. ეს, სავარაუდოდ, პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო, როდესაც დანდის სათადარიგოთა სკამზე ისეთი ფეხბურთელები ისხდნენ, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებებში ჯამში 100-ზე მეტი მატჩი ჰქონდათ ჩატარებული.


ამ მაჩვენებელში თავისი წვლილი ბეტო კარანსამაც შეიტანა, რომელსაც არგენტინის ნაკრებში 1 მატჩი ჰქონდა ნათამაშები.


ნემსაძის დანდიდან წასვლა განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა.


ის იმ სამწუხარო სიაში მოხვდა, რომელიც კლუბის ფინანსური ქაოსის შედეგად შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი ფაბიან კაბალიეროსა და ფაბრიციო რავანელის მსგავს მოთამაშეებთან ერთად დატოვა.


თუმცა დანდის მხარდაჭერა შორიდანაც განაგრძო.


გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ მისი ვაჟი, პროფესიონალი ფეხბურთელი ვაჟა ნემსაძე, მამის გზას გააგრძელებდა და დანდის შეუერთდებოდა.


არსებობს კიდევ ერთი, გაცილებით უკეთ დადასტურებული ისტორია, რადგან მისი ამსახველი ფოტოები პირადად მაქვს ნანახი.


საუბარია 2007 წელს, თბილისში, საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მომხდარ ამბავზე, როდესაც შოტლანდიელი სპორტული ჟურნალისტების ჯგუფმა გიორგი ნემსაძესა და მის მეგობრებთან ერთად შესანიშნავი დრო გაატარა.


კენი მაკდონალდი, რომელიც იმ პერიოდში News of the World-ის მთავარი საფეხბურთო ჟურნალისტი იყო, საქართველოში ჩასვლამდე ნემსაძეს დაუკავშირდა.


უკვე კარიერადასრულებულმა ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის წინა საღამოს რამდენიმე ჟურნალისტი დაპატიჟა.


„მან ქალაქი დაგვათვალიერებინა, საღამოს კი ჩვენთვის დიდი წვეულება მოაწყო“, - იხსენებს მაკდონალდი.


მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერში ფული არ გადაგვიხდია.


ამ სტუმართმოყვარეობის ნაწილი ღვინის ტრადიციული ქართული სასმისიდან, ყანწიდან, დალევაც იყო.


ყანწს განსაკუთრებული ფორმა აქვს, რის გამოც მისი მაგიდაზე დადება შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ის სუფრის წევრებს შორის ხელიდან ხელში გადადის და ქართული სტუმართმოყვარეობის მუდმივ სითბოს განასახიერებს.


თუ ნემსაძე ყანწსაც ისეთივე ოსტატობით ფლობდა, როგორც ფეხბურთის ბურთს, გასაკვირი იქნებოდა, ვინმეს მისი ხელიდან გამორთმევა მოეხერხებინა."

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ქართული ფეხბურთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჯინჯოლავა კონფერენს ლიგის სიმბოლურ გუნდში - რა შეფასება მიიღო კაპიტანმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჯინჯოლავა კონფერენს ლიგის სიმბოლურ გუნდში - რა შეფასება მიიღო კაპიტანმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მოკლედ მოგიყვებით კვარას შესახებ" - რას წერს ხვიჩას უფროსი ძმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,მოკლედ მოგიყვებით კვარას შესახებ" - რას წერს ხვიჩას უფროსი ძმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 ოქტ, 2026

ჯინჯოლავა კონფერენს ლიგის სიმბოლურ გუნდში - რა შეფასება მიიღო კაპიტანმა?

News image

23 ოქტ, 2026

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა

News image

23 ოქტ, 2026

,,მოკლედ მოგიყვებით კვარას შესახებ" - რას წერს ხვიჩას უფროსი ძმა?

News image

2 სთ წინ

,,უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება