ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა FotMob-მა იბერია 1999-ის კაპიტანი ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა უეფას კონფერენს ლიგის მე-2 ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანა.
ქართველმა მარცხენა მცველმა მცველებს შორის ყველაზე მაღალი შეფასება 9.0 დაიმსახურა და ბრაგას, აიაქსისა და ბრაიტონის მოთამაშეებს აჯობა.
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება:
მეკარე: სილიჩი (ჰაიდუკი) - 8.6
მცველები: გომესი (ბრაგა) - 8.8, ბაასი (აიაქსი) - 8.3, ბოსკალი (ბრაიტონი) - 8.1, ჯინჯოლავა (იბერია 1999) - 9.0
ნახევარმცველები: კამარა (მონაკო) - 8.6, დიოპი (მონაკო) - 8.5, ადელი (ნორდშელანდი) - 9.0, ვან დენ ბელტი (ტვენტე) - 9.3, კასტრო (ბრანი) - 8.7
თავდამსხმელი: ჰოლმი (ბრანი) - 9.6
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-მა კონფერენს ლიგაზე შვედურ მიალბისთან ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა. ჩვენების მხრიდან კი გოლი სწორედ ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.
