უეფას კონფერენს ლიგის 2 ტურის შემდეგ საინტერესო სიტუაციაა ლიგის ფაზის ცხრილში.
ორივე მატჩის მოგება 8 გუნდმა მოახერხა და სწორედ ეს გუნდები აკომპლექტებენ ცხრილის ტოპ 8-ს: პანათინაიკოსი, ლუგანო, ბრანი, ტრაბზონსპორი, ტვენტე, მონაკო, სენტ-ტრუიდენი და ჰაიდუკ სპლიტი.
შვედურ მიალბისთან ფრედ დასრულებულ მატჩში ისტორიული პირველი ქულა მოიპოვა იბერია 1999-მა, რომელიც 1 ქულით 36 გუნდს შორის 29-ე ადგილს იკავებს.
ამ მომენტისთვის 1 ქულა ცხრილის 22-ე ადგილიდან 31-ე ადგილამდე მყოფ გუნდებს აქვთ: ცრვენა ზვეზდა, ცსკა სოფია, იაბლონეცი, მიდტიულანდი, ორჰუსი, პაფოსი, ჰარტსი, იბერია 1999, ხეტაფე, კაირათი.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის პლეიოფში ცხრილის ტოპ 24 გუნდი იასპარეზებს.
ორი ტურის შემდეგ კი უქულოდ შემდეგი გუნდები არიან: თუნი, ლინკოლნ რედ იმპსი, კუპსი, ინტერ ესკალდესი, კაუნო ჟალგირისი.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მომდევნო მატჩს 5 ნოემბერს კოპენჰაგენთან დანიაში ჩაატარებს.