მიალბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრანსტრომმა, იბერიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის (1:1) შემდეგ იმედგაცრუება გამოხატა.
პრესკონფერენციაზე მან საკუთარი გუნდის თამაშთან ერთად ქართველი ნახევარმცველების გამოსვლაზეც ისაუბრა.
„უკმაყოფილო ვარ, განსაკუთრებით საწყისი ნახევარი საათით. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ, თუმცა გოლი იბერიამ გაგვიტანა. არაერთი სახიფათო მომენტი გვქონდა, მაგრამ საბოლოო შედეგით მაინც იმედგაცრუებული ვარ.
იბერია ბურთს კარგად ფლობდა, თქვენი გუნდის ცენტრალური ნახევარმცველები კი განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ“, - განაცხადა ბრანსტრომმა.
კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში იბერია სტუმრად ითამაშებს. ქართული გუნდი 6 ნოემბერს კოპენჰაგენს დაუპირისპირდება.