იბერიას მიერ კონფერენს ლიგაზე მოპოვებული ისტორიული ქულა სხვა მხრივაც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
ამ შედეგით საქართველომ უეფას საკლუბო რეიტინგში ჩრდილოეთ ირლანდია ჩამოიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2028/2029 წლების სეზონიდან ევროტურნირებზე კვლავ ოთხი კლუბით წარდგენის შესაძლებლობა გვექნება.
მოგეხსენებათ, დაქვეითებული რეიტინგის გამო, წელს საქართველოდან ევროტურნირებზე მხოლოდ 3 კლუბი ასპარეზობდა. იგივე იქნება მომავალ სეზონშიც, თუმცა 2028/2029 წლიდან კვლავ 4 ქართული კლუბი შეეცდება უეფას ევროტურნირებზე გასვლას.
იბერია 1999 მეორე ქართული კლუბია, რომელმაც ევროტურნირების ძირითად ბადეში შეძლო გასვლა - პირველი 2004 წლის დინამო თბილისი იყო, რომელმაც უეფას თასზე ქულის გარეშე დაასრულა ასპარეზობა.