ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

"თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით" - ფეხბურთელების კომენტარები იბერიის თამაშის შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით" - ფეხბურთელების კომენტარები იბერიის თამაშის შემდეგ

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თბილისის იბერია 1999-მა შვედურ მიალბისთან ფრედ, 1:1 ითამაშა.


ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში პირველი ქულა, რომელიც ქართულმა კლუბმა ევროტურნირების ძირითად ეტაპზე მოიპოვა, თუმცა მატჩის შემდეგ თბილისელთა ფეხბურთელებმა ხელიდან გაშვებული გამარჯვების გამო გულდაწყვეტა ვერ დამალეს.


იბერიის კაპიტანმა, გიორგი ჯინჯოლავამ აღნიშნა:


ისტორიული ქულა იყო, მაგრამ მატჩის შედეგით საკმაოდ გულდაწყვეტილი ვარ. 1:0-ს ვიგებდით და ბოლო წუთებში დასანანი გოლი მივიღეთ. ძალიან გვინდოდა მოგება და სამი ქულის აღება, მაგრამ ბოლოს გოლი გავუშვით, რომელიც არ უნდა გაგვეშვა.

მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. მიალბი ცუდი გუნდი არ არის. საბოლოოდ, ქულები გავიყავით. გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენზე ძალიან მოქმედებს. როცა ლარნის ბარიერი გადავლახეთ, ფაქტობრივად, ნახევარი საქმე გულშემატკივარმა გააკეთა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გულშემატკივარი ჩვენთვის დიდი ძალაა. როცა ქომაგი სტადიონზეა, ოთხმაგად და ხუთმაგად მოტივირებული ხარ.


ალექსანდრე ამისულაშვილი:


მადლობა გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და დაგვაფასა. იმედგაცრუებულები დავტოვეთ, მაგრამ ნელ-ნელა წინ მივდივართ. იმედია, შემდეგში უკეთ ვითამაშებთ. მეორე ტაიმში, გოლის შემდეგ, ჩავარდნა გვქონდა. ახლა შეცდომებზე საუბარი რთულია, ჯერ კიდევ ემოციებში ვართ, მაგრამ იმედია, შემდეგ მატჩებში უკეთ ვითამაშებთ და ამ შეცდომებს გამოვასწორებთ.

რა თქმა უნდა, შედეგის ჩვენება შეგვიძლია. პირველ თამაშზე არ ვისაუბრებ. საშინელება იყო და უარყოფითად ვაფასებ. დღეს, მეორე მატჩში, გამოჩნდა, რომ ნებისმიერ გუნდთან თამაში შეგვიძლია, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. თამაშიდან თამაშამდე ვვითარდებით და შეგვიძლია, შემდეგ მატჩში უფრო მეტი გავაკეთოთ.


ზვიად ნაჭყებია:


რთული მატჩი იყო. მეტ-ნაკლებად თამაშს ვაკონტროლებდით. კარგი მომენტებიც გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით. პენალტიდან გავიტანეთ და, სამწუხაროდ, ანგარიში ვერ შევინარჩუნეთ. კმაყოფილები არ ვართ, გამარჯვებისთვის ვთამაშობდით, მაგრამ ეს ისტორიული ქულაა. ვეცდებით, ამ თამაშში დაშვებული შეცდომები მომდევნო მატჩში გამოვასწოროთ.
ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

იბერია 1999
ჯინჯოლავა
კონფერენს ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სადავო გადაწყვეტილებები? - რატომაა მიალბი იბერიასთან მატჩის მსაჯობით უკმაყოფილო?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სადავო გადაწყვეტილებები? - რატომაა მიალბი იბერიასთან მატჩის მსაჯობით უკმაყოფილო?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V მიალბი - სტატისტიკური შედარება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V მიალბი - სტატისტიკური შედარება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიალბის მწვრთნელი: "გაგვიჭირდა და პრობლემები გვქონდა"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მიალბის მწვრთნელი: "გაგვიჭირდა და პრობლემები გვქონდა"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

ტოპ 5 - იბერიას კაპიტანი კონფერენს ლიგის საუკეთესოებში მოხვდა

News image

1 სთ წინ

სადავო გადაწყვეტილებები? - რატომაა მიალბი იბერიასთან მატჩის მსაჯობით უკმაყოფილო?

News image

41 წთ წინ

იბერია V მიალბი - სტატისტიკური შედარება

News image

28 წთ წინ

მიალბის მწვრთნელი: "გაგვიჭირდა და პრობლემები გვქონდა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება