-
Aa
+
ფონტის ზომა
მატჩში ანგარიში 55-ე წუთზე ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, ხოლო სტუმრებმა წონასწორობა 89-ე წუთზე ტომ პეტერსონის გოლით აღადგინეს. მატჩის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ორივე გუნდის ასპარეზობაზე დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის.
ბურთის ფლობის მაჩვენებლით მცირედი უპირატესობა შვედურ კლუბს ჰქონდა, მიალბი ბურთს 56% აკონტროლებდა, ხოლო იბერია 1999 44%.
მიალბიმ კარისკენ სულ 23-ჯერ დაარტყა, საიდანაც 5 დარტყმა კარში წავიდა, 4 დაიბლოკა, ხოლო 1-ხელ ბურთი კარის ჩარჩოს მოხვდა. თბილისელებმა კარისკენ 7-ჯერ დაარტყეს (3-ჯერ საჯარიმოს შიგნიდან, 4-ჯერ საჯარიმოს გარედან), საიდანაც კარში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა წავიდა - ჯინჯოლავას მიერ გატანილი პენალტი.
შექმნილი მომენტების ხარისხითა და მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლით მიალბიმ 2.25 დააგროვა, საიდანაც ღია თამაშიდან xG 1.46 იყო, ხოლო სტანდარტულებიდან - 0.79. იბერია 1999-ის ჯამური xG 0.99-ს შეადგენდა, თუმცა დარტყმების სამიზნეში მოხვედრის ხარისხი თბილისელებს 0.80 ჰქონდათ, შვედებს კი 0.56.
მიალბიმ სულ 507 პასი შეასრულა, საიდანაც 433 ზუსტი აღმოჩნდა (85%), იბერიამ კი 400 პასიდან 331 (83%).
მეტოქის ნახევარზე შვედებმა 351 პასი გააკეთეს (საკუთარ ნახევარზე - 181), მაშინ როცა იბერიამ მეტოქის ნახევარზე 159 გადაცემა შეასრულა (საკუთარ ნახევარზე - 251).
ამასთან, მიალბის ფეხბურთელებს მეტოქის საჯარიმოში ბურთთან 41 შეხება ჰქონდათ, იბერიას მოთამაშეებს კი 8. კუთხურებიც სტუმართა სასარგებლოდ გადაწყდა - 7:2.
იბერია 1999-ის დაცვას საკმაოდ დიდი დატვირთვა ადგა, რაც სტატისტიკაშიც აისახა. მასპინძლებმა ბურთი 48-ჯერ ჩაჭრეს/მოიგერიეს, მაშინ როცა შვედებს მხოლოდ 7 ასეთი ეპიზოდი ჰქონდათ.
თბილისელთა მეკარეს 4 სეივი დაგროვდა, შვედების კარისდარაგს კი მატჩის განმავლობაში სეივი არ ჰქონია.
ორთაბრძოლების საერთო რაოდენობა თანაბარი იყო (105-105). მასპინძლებმა 55 ორთაბრძოლა მოიგეს, სტუმრებმა კი 50. საჰაერო ორთაბრძოლებში უპირატესობა მიალბის მხარეს იყო - 18:14.
ჯარიმების რაოდენობით გუნდები თითქმიდან თანაბრად გამოიყურებოდნენ: იბერიამ 13 ჯარიმა აიღო და 5 ყვითელი ბარათი მიიღო, მიალბიც 15-ჯერ დაჯარიმდა და 3 ყვითელი ბარათი მიიღო.

ანანო მკალავიშვილი
კომენტარები