უეფას კონფერენს ლიგის მეორე ტურში იბერია 1999-სა და შვედურ მიალბის შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
თბილისელები 89-ე წუთამდე იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. მ
ატჩის დასრულების შემდეგ შვედური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეას ბრენსტრომმა თამაში შეაფასა:
იბერია 1999 ბურთით კარგად თამაშობდა. ბურთს კარგად აკონტროლებდნენ და მათ წინააღმდეგ პრესინგის თამაში რთული იყო, რადგან მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველი თითქმის ყველგან იყო და ბურთით კარგად მოქმედებდა. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა და პრობლემები გვქონდა.
მეორე ტაიმი ძალიან კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველივე ჯერზე, როდესაც ჩვენს საჯარიმო მოედანზე შევიდნენ, პენალტი მოიპოვეს. დაცვაში კარგად ითამაშეს, ჩვენ კი ვცდილობდით, გოლი გაგვეტანა. ბევრი დარტყმა გვქონდა და, როგორც იქნა, გავიტანეთ. ბოლო წამებზეც გვქონდა მომენტი და იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება ხოლმე.