იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,უფრო ძლიერი დაბრუნდება" - ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება.


პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ქართველის ტრავმის შესახებ ისაუბრა:


„ეს პროფესიონალი ფეხბურთელობის თანმდევი რისკია. ცხოვრებაში დადებითიც უნდა მიიღო და უარყოფითიც. ასეთია ცხოვრება.


მან ეს სირთულე უნდა გადალახოს და აჩვენოს, როგორი ფეხბურთელია სინამდვილეში. ოპერაციის შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.


ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში მოსალოდნელი როტაციის შესახებ კომენტარი გააკეთა:


„ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდება. არ მსურს იმის შეცვლა, რასაც აქამდე ვაკეთებდი, თუმცა, ამავდროულად, ყველაფრის შეცვლაც მინდა.


სწორედ ასე უნდა მოიქცე, თუ გსურს, რომ მეტოქისთვის არაპროგნოზირებადი დარჩე.


ყველაფერი დამოკიდებულია გუნდსა და სეზონის კონკრეტულ მონაკვეთზე. ცხადია, ერთ მატჩში სამი ფეხბურთელის დაკარგვა უჩვეულო შემთხვევაა.


თუმცა ეს ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, დამატებითი მოტივაციაა. წინსვლას ვაგრძელებთ, რათა უკეთესები გავხდეთ“.


ლუის ენრიკე იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე და ხვიჩას ტრავმის გამო შესაძლო ტრანსფერებზეც ისაუბრა:


„არა, განსაკუთრებულად არა. არცერთი ტრავმა არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ახალი ფეხბურთელები უნდა დავიმატოთ.


სეზონის დასაწყისშივე ვთქვი, რომ ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება შეგვეძლო, მათ შორის მაშინაც, თუ გუნდში სერიოზული ტრავმები იქნებოდა.


თუმცა შესაძლებლობებისთვის კარი ყოველთვის ღია გვაქვს. ახალი ფეხბურთელების დამატება ერთ-ერთი ვარიანტია, რომელსაც არ გამოვრიცხავთ“.


შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და უახლოეს დღეებში ოპერაციას გაიკეთებს, მისთვის კი სეზონი დასრულებულია.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლუის ენრიკე
პსჟ
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

Le Parisien-მა კვარას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Le Parisien-მა კვარას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ იქნებიან პსჟ-ის ფეხბურთელები ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ არ იქნებიან პსჟ-ის ფეხბურთელები ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მენტალურად ძალიან ძლიერია“ - ანზორ მექვაბიშვილის მხარდაჭერა კვარაცხელიას

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„მენტალურად ძალიან ძლიერია“ - ანზორ მექვაბიშვილის მხარდაჭერა კვარაცხელიას
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„კავკასიის მარადონა" - რატომ მიიჩნევდა კანიჯა ნემსაძეს ერთ-ერთ საუკეთესოდ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„კავკასიის მარადონა" - რატომ მიიჩნევდა კანიჯა ნემსაძეს ერთ-ერთ საუკეთესოდ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 სთ წინ

Le Parisien-მა კვარას დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა

News image

22 სთ წინ

რატომ არ იქნებიან პსჟ-ის ფეხბურთელები ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე?

News image

1 სთ წინ

„მენტალურად ძალიან ძლიერია“ - ანზორ მექვაბიშვილის მხარდაჭერა კვარაცხელიას

News image

35 წთ წინ

„კავკასიის მარადონა" - რატომ მიიჩნევდა კანიჯა ნემსაძეს ერთ-ერთ საუკეთესოდ?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება