გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, მოედანზე აპრილის ბოლოს დაბრუნდეს.
ქართველი შემტევის ასეთმა ხანგრძლივმა იძულებითმა პაუზამ, შესაძლოა, პარიზული კლუბის სატრანსფერო გეგმებზეც მოახდინოს გავლენა.
როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, პარიზელები ყოველთვის აკვირდებიან სატრანსფერო ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, შექმნილმა სიტუაციამ კი, შესაძლოა, ხელმძღვანელობას ზამთარში ახალი მოთამაშის დამატებისკენ უბიძგოს.
ამავდროულად, პარი სენ-ჟერმენში აღნიშნავენ, რომ დიდ იმედებს ამყარებენ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე, ნჯანტუსა და მაიულუზე, რომლებიც შემადგენლობის როტაციაში თავიანთ როლს ითამაშებენ. რაც შეეხება უშუალოდ კვარაცხელიას პოზიციას, მოედანზე მის სავარაუდო ალტერნატივებად დეზირე დუე, მაგნეს აკლიუში და მიკა გოდტსი მოიაზრებიან.