საქართველოს ნაკრებისა და ჩიკაგო ფაიერის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მძიმე ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მას ხვიჩას მდგომარეობაზე ჰკითხეს და ანზორმა თანაგუნდელსა და მეგობარს თანადგომა საჯაროდ გამოუცხადა.
მექვაბიშვილის თქმით, მას მომხდარისთანავე დაუკავშირდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯვარედინი იოგების გაწყვეტა და რამდენიმეთვიანი მკურნალობა დადასტურდა, გული ძალიან ეტკინა:
ხვიჩას შეტყობინება გავუგზავნე და სოციალურ ქსელში პოსტიც გამოვაქვეყნე. ის ჩემი მეგობარი და ჩემი ძმაა. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება, რადგან მენტალურად ძალიან ძლიერია. იმედია, ძალიან მალე დაბრუნდება.