ანზორ მექვაბიშვილმა MLS-ში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ატლანტა იუნაიტედისა და ჩიკაფო ფაიარის შეხვედრა ქართველმა ნახევარმცველმა სათადარიგო სკამზე დაიწყო და თამაშში მეორე ტაიმის სტარტზე ჩაერთო, როცა ანგარიში 1-1 იყო.
შემოსვლიდან 5 წუთში მექვაბიშვილმა პრესინგზე კარგად ითამაშა, მეტოქის შეცდომით ისარგებლა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
საქართველოს ნაკრების მოთამაშემ თავისი პირველი ამერიკული გოლი ხვიჩა კვარაცხელიას სტილში აღნიშნა და მეგობარს, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო, მხარდაჭერა გამოუცხადა.
საბოლოოდ ჩიკაგომ შეხვედრა სტუმრად 2-3 მოიგო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპიოვა.
მექვაბიშვილის გუნდი 51 ქულით MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა და ლეო მესის ინტერ მაიამის 4 ქულით ჩამორჩება. გუნდს 1/8 ფინალის საგზური უკვე განაღდებული აქვს.