ბარსელონას ვარსკვლავმა გავიმ ხვიჩა კვარაცხელიას მხარდაჭერა გამოუცხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელიც პარკ დე პრენსზე გაიმართა და პარი სენ-ჟერმენის გამარჯვებით დასრულდა, ბარსელონამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
შეხვედრის მიმდინარეობისას კვარაცხელიამ ჩავი ესპარტთან შეჯახების შემდეგ ძლიერი ტკივილი იგრძნო და მოედნის დატოვება მოუწია.
სამედიცინო გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველ ფეხბურთელს მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაუწყდა, რის გამოც მას ხანგრძლივი პერიოდით უქმობა მოუწევს.
მას შემდეგ კვარაცხელიას მხარდასაჭერი გზავნილები მთელი საფეხბურთო სამყაროდან არ წყდება. ქართველ ფეხბურთელს ამხნევებენ გულშემატკივრები, ფეხბურთელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი ადამიანები.
,,კარგად ვიცი ეს გრძნობა, კვარა" - რა დაუწერა რონალდუმ კვარაცხელიას?
მათ რიგებს ბარსელონას ნახევარმცველი გავიც შეუერთდა.
DAZN-თან ინტერვიუში ესპანელმა ფეხბურთელმა განაცხადა:
კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ძალიან მომწონდა მისი თამაშის ყურება. მინდა, ტრავმის შემდეგ მას ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო. ეს მარტივი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება. გარდა ამისა, ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგის საუკეთესო ხუთეულში ყოფნასაც იმსახურებს, რადგან შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.