VIDEO: გოლი, ლიდერობა და ყველაზე შედეგიანი სეზონი - გაგუა სლოვაკეთში დაფრინავს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი გაგუასა და ცოტნე კაპანაძის დუნაისკა სტრედამ სლოვაკეთის NIKE LIGA-ში ლიდერის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა.
ჩემპიონატის მე-12 ტურში გუნდმა ერთ-ერთ აუტსაიდერ რუჟომბეროკს უმასპინძლა და 5:0 გაიმარჯვა.
ანგარიში გახსნა გაგუამ, რომელმაც 12 სექტემბრის შემდეგ პირველად შეაგდო და მიმდინარე NIKE LIGA-ში უკვე 9 საგოლე მოქმედება აქვს აქტივში - 5 გოლი, 4 ასისტი. გიორგის კარიერაში ყველაზე შედეგიანი სეზონი აქვს და ჯერ მხოლოდ ოქტომბერი სრულდება.
ტრავმირებულ ცოტნე კაპანაძეს კვლავ არ უთამაშია - მოედანზე 16 აგვისტოს შემდეგ აღარ გასულა.
დუნაისკა სტრედას 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ჩემპიონატის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩება (9 მოგება, 2 ფრე), 29 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და მეორეადგილოსან სპარტაკ ტრნავას 7 ქულით უსწრებს.