ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.
25 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 19 წლის ვახტანგ ლოლუა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მონღოლ მეტოქეს შეხვდა.
ლოლუამ მას შანსი არ დაუტოვა, დამაჯერებლად, 8:0 სძლია და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.