მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს მესამე მერვედფინალში ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისის ნაკრები ერთვება საქმეში, რომელიც, სხვა გრანდებისგან განსხვავებით ბადის შედარებით მარტივ მხარეს მოხვდა.
ინგლისი - სლოვაკეთი [20:00]
გარეტ საუთგეიტის გუნდმა ჯგუფში თამაშისთვის დიდი კრიტიკა დაიმსახურა - ინგლისელები უდიდესი შეტევითი პოტენციალის მიუხედავად მოსაწყენ და ხშირად პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობენ, რაც ჯგუფის სამ მატჩში მხოლოდ 2 გატანილ და 1 გაშვებულ გოლად გადაიქცა.
ორი ფრით და მხოლოდ ერთადერთი მინიმალური გამარჯვებით ინგლისმა თავისი ჯგუფის მოგება მაინც მოახერხა, რამაც ბადის მეორე მხარეს ამოაყოფინა თავი, სადაც გრანდებიდან მის გარდა იტალია იყო და ისიც გუშინ გავარდა - ამიერიდან, ფინალამდე ნებისმიერ მეტოქესთან ინგლისის მარცხს გარკვეულწილად შეგვეძლება სენსაცია ვუწოდოთ.
რაც შეეხება სლოვაკეთს, გუნდი გარკვეულწილად ისტორიული ჯგუფის მონაწილე იყო, სადაც ოთხივე გუნდმა 4-4 ქულა დააგროვა და მერვედფინალისტების გარკვევა დამატებითი მაჩვენებლებით გახდა საჭირო. სლოვაკებს მესამე ადგილზე გასვლა ხვდათ წილად და პლეი-ოფის პირველივე ეტაპზე ფავორიტს შეხვდნენ.
ინგლისის და სლოვაკეთის ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა 6 მატჩს ითვლის, საიდანაც 5 ინგლისმა მოიგო და 1 ფრე დაფიქსირდა.
უკანასკნელი შეხვედრა 2017-ში შედგა, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპზე, როცა ინგლისელებმა 2:1 მოიგეს. ერთადერთი ინგლისისთვის მოუგებელი შეხვედრა ევრო 2016-ზე ვიხილეთ, სადაც ერთ ჯგუფში მოხვედრილმა გუნდებმა მატჩი უგოლოდ ჩაამთავრეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი: პიკფორდი, უოკერი, სტოუნსი, გუეჰი, ტრიპიერი, მეინუ, რაისი, საკა, ბელინგემი, გორდონი, კეინი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ფოდენი, გალაჰერი, გუეჰი, ტრიპიერი
სლოვაკეთი: დუბრავკა, პეკარიკი, ვავრო, შკრინიარი, ჰანცკო, კუცკა, ლობოტკა, დუდა, შრანცი, ბოჟენიკი, ჰარასლინი
დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: დუდა, შრანცი.
ჩვენი პროგნოზი: 2.5-ზე ნაკლები გოლი.
ინგლისს ამ ტურნირზე არცერთი უხვგოლიანი მატჩი არ ჩაუტარებია, სლოვაკეთმა კი მხოლოდ ერთი ჩაატარა - იმაშიც მხოლოდ სამი გოლი გავიდა და 2:1 დასრულდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გუნდებმა პლეი-ოფის მატჩში გადაწყვიტონ გარისკვა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
3 საათის წინ
30 წუთის წინ
34 წუთის წინ
4 საათის წინ