მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს ბოლო მერვედფინალში ავსტრიამ და თურქეთმა დიდებული სანახაობა შემოგვთავაზეს.
ლაიფციგში გამართული მატჩი საინტერესო და ბოლო წამამდე დაძაბული გამოვიდა და თურქეთის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
თურქეთის ნაკრების რიგებში დუბლი ცენტრალურმა მცველმა, მერიჰ დემირალმა (1', 59') შეასრულა, 66-ზე გრეგორიჩმა ერთი ბურთი გაქვითა და ავსტრია თამაშში დააბრუნა.
დარჩენილი დრო ავსტრიამ შეტევაში გაატარა. განსაკუთრებით საინტერესო ბოლო წუთები გამოდგა, როცა ჯერ თურქეთი გაიქცა კონტრშეტევაზე და კარგი შანსი ჰქონდა, რომელიც მეკარემ მოიგერია, ბოლო წამზე კი ბაუმგარტნერის თავური დარტყმა ულამაზეს სტილში თურქმა მეკარემ გუნოკმა მოიგერია და თავისი გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.
ამრიგად, თურქეთმა მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნა და ევრო 2024-ს 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
11 საათის წინ
12 საათის წინ
12 საათის წინ