მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე დღის მეორე მატჩში ერთმანეთს დანიისა და ინგლისის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
მე-18 წუთზე ანგარიში ინგლისელთა ცხრიანმა ჰარი კეინმა გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
დანიელებმა გათანაბრება პირველივე ტაიმში მოახერხეს. ჯორდან პიკფორდის კარი შორეული უძლიერესი დარტყმით მორტენ ჰიულმანმა აიღო.
შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაციის გარდატეხა გუნდებმა ვეღარ მოახერხეს და ფრეს დასჯერდნენ.
ინგლისს ორი მატჩის შემდეგ 4 ქულა დაუგროვდა, დანიას კი - 2.
დღეს ჯგუფის მეორე მატჩიც სლოვენიასა და სერბეთს შორის 1-1 დასრულდა.
სლოვენიას დანიის მსგავსად 2 ქულა აქვს, სერბეთს კი - 1.
ბოლო ტურში ერთმანეთს დანია-სერბეთი და ინგლისი-სლოვენია დაუპირისპირდებიან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
3 საათის წინ
13 წუთის წინ
3 საათის წინ
17 წუთის წინ