მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრების ჩატარებული 2 მატჩის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია და ეს განსაკუთრებით რამდენიმე მოთამაშის დამსახურებაა.
ხორვატიისა და იტალიის ნაკრებებთან დაპირისპირებებში მეტოქე გუნდის მცველები აიკლეს ფურია როხას ახალგაზრდა შემტევებმა - 21 წლის ნიკო უილიამსმა და 16 წლის ლამინ იამალმა.
მათ კარგ თამაშზე სტატისტიკაც მიუთითებს.
ლამინ იამალი
1 საგოლე გადაცემა
7 წარმატებული დრიბლინგი
4 შექმნილი შანსი
10 მოგებული ორთაბრძოლა
ნიკო უილიამსი
5 შექმნილი შანსი
6 წარმატებული დრიბლინგი
8 მოგებული ორთაბრძოლა
გარდა ამ ტურნირზე კარგი თამაშისა, ცალსახაა, რომ ესპანეთის ნაკრებს ნიკოსა და იამალის სახით მომავლის დუეტი უყალიბდება.
თუმცა შესაძლოა ეს ფეხბურთელები ერთ კლუბშიც აღმოჩნდენ, რადგან ბარსელონა უილიამსის დამატებით დაინტერესებულია და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდება, რომ მოთამაშე ბილბაოს ატლეტიკიდან გადაიბიროს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
11 საათის წინ
11 საათის წინ
16 საათის წინ