სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩინეთის ღია პირველობა დასრულდა. ფინალში ერთმანეთს ATP რეიტინგის პირველი და მესამე ნომრები - იტალიელი იანიკ სინერი და ესპანელი კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ.
მატჩი 3 სეტში ესპანელის გამარჯვებით დასრულდა (7-6, 4-6, 6-7). პირველი და მესამე სეტის ტაიბრეიკებზე იტალიელმა მნიშვნელოვანი უპირატესობა გაანიავა. პირველ შემთხვევაში იანიკი 6-4 იგებდა და 2 სეტპოინტი გაანიავა, ბოლო სეტში კი კარლოსი 0-3 აგებდა და ჩემპიონობისთვის ზედიზედ 7 ქულა მოიგო.
ალკარასმა ჩემპიონობის გზაზე სინერთან ერთად მპეტში პერიკარი, გრიკსპოორი, ხაჩანოვი და მედვედევი დაამარცხა.
ესპანელმა აღნიშნული ტიტული კარიერაში პირველად მოიგო. ეს 2024 წელს მისი მე-4, ხოლო კარიერაში მე-16 ტიტულია.
აღსანიშნავია, რომ ალკარასმა 2024 წელს სინერს სამივე მატჩი მოუგო. იტალიელს კი ამ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი აქვს წაგებული და აქედან 3 სწორედ კარლოსთან.
ალკარასი გახდა მე-2 ესპანელი ჩოგბურთელი, რომელმაც ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. რა თქმა უნდა, პირველი ლეგენდარული რაფაელ ნადალია.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები